რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვას განაგრძობენ. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამოქალაქო ობიექტების სარაკეტო და საავიაციო დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაზარალდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც. დაზიანებულია სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ელექტროქვესადგური.

უკრაინის საარმიო ნაწილებს ფაქტობრივ ალყაში ჰყავთ მოქცეული დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი. ომის შესწავლის ინსტიტუტის პროგნოზით, უკრაინის არმია ლიმანს 72 საათში აიღებს.