შიდა არეულობის პარალელურად, რუსეთის არმია უკრაინაზე შეტევას აგრძელებს. რუსი სამხედროების მიერ კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაღალსართულიან კორპუსში, ნამსხვრევებში მოყოლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ამასთან, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ.
მედიის ცნობითვე, ასევე დაზიანდა 24-სართულიანი შენობის ავტოსადგომზე მდგარი 40-მდე მანქანა. ამასთან, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის რეგიონებში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის 28 შეტაკება მოხდა.