რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, „უკრაინამ სანაგვეზე გადაუძახა მისი მუდმივი ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არსებულ შეთანხმება“, ამის შესახებ პუტინმა აფრიკელ ლიდერებთან, სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომელთაც აღნიშნული ხელშეკრულების ბეჭდური ვერსიაც წარმოუდგინა. რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვი მზად არის ღია დიალოგისთვის ყველასთან, ვისაც მშვიდობის დამყარება სურს, მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, კიევისგან განსხვავებით. თავის მხრივ, აფრიკელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია უკრაინაში ომის დასრულება.