რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებული ლუგანსკისა და ხერსონის არალეგიტიმურმა წარმომადგენლებმა ვლადიმირ პუტინს რუსეთის შემადგენლობაში რეგიონების მიღების თხოვნით მიმართეს. ნაწილობრივ ოკუპირებულ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 5-დღიანი ე.წ. რეფერენდუმი გუშინ დასრულდა და როგორც სეპარატისტული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, ყველა მათგანში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთში გაწევრიანებას. აქტივობა კი 97-იანი იყო. თუმცა, დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს ტოვებენ ის უკრაინელები, რომლებიც რეფერენდუმს არ ემხრობიან.

პარალელურად, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ უკვე გამოთქვა მზაობა, მიიღონ შესაბამისი კანონები, რუსეთის შემადგენლობაში ამ რეგიონების შესვლასთან დაკავშირებით.