„რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან ერთად, მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგაც გამოდის,“ – განცხადება გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილემ გააკეთა.
დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მოწოდებაში მოწინავე ადგილს იკავებს, ამიტომ რუსეთი მასსა და ნატო-ს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს. ამ განცხადებას კიევში უკვე გამოეხმაურნენ. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რუსეთის ნდობა დაუშვებელია.