რუსეთის მორიგი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თქვა ისიც, რომ დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენების რიტორიკის გაღვივებას და რუსეთი ბირთვული საფრთხის წყაროდ გამოჰყავს.