უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის ნაწილები ხარკოვიდან გადიან. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვიდან მისი ქვედანაყოფების გაყვანის უზრუნველყოფაზე. გავრცელებული ცნობით, რუსეთის უკან დახევა უკრაინის არმიის ნაწილების მუდმივმა კონტრშეტევებმა და რუსეთის სამხედრო ნაწილების მომარაგების პრობლემებმა გამოიწვია.
მედიასაშუალებები უკვე წერენ, რომ რუსების გასვლამ ხარკოვის რეგიონში მათი სისასტიკის დამატებითი მტკიცებულებები გამოავლინა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაპყრობა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. ქალაქის განუწყვეტელ დაბომბვას რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.