რატომ ვერ შეაკავა მსოფლიომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა და იყო თუ არა შეცდომა, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინას და საქართველოს მაპი არ მისცეს.
გერმანიის ყოფილი კანცლერი, რომელიც საფრანგეთთან ერთად უარის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად ჩნდება. ანგელა მერკელი გადაწყვეტილებას არ ნანობს იმ არგუმენტით, რომ ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭების შემთხვევაში რუსეთი უკრაინაში 2014 წლამდე შეიჭრებოდა. მერკელის პოზიციას სხვა ევროპელი პოლიტიკოსები არ იზიარებენ.
2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ყირიმის ანექსიაზე ევროპის სუსტ რეაქციას, შეცდომად მიიჩნევს ნატოს გენერალური მდივანი. რასმუსენი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებიც უკრაინაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში მოსკოვის შემდეგი სამიზნეები იქნებიან. მათ შორის საქართველოც მოიაზრება.