რუსეთი ეუთო-ს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს

პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის დელეგაციას პოლონეთში დაგეგმილ ეუთო-ს შეხვედრაში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემენ. ამის შესახებ გამოცემა „ფრანსპრესის“ კითხვის საპასუხოდ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.

წელს პოლონეთი, როტაციის წესით, ეუთო-ს ყოველწლიურ მინისტერიალს თავმჯდომარეობს, რომელიც ლოდზში 1-2 დეკემბერს გაიმართება.