მოსკოვი დასავლეთს საპასუხო რეაქციით ემუქრება – ეს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა და ევროპის ქვეყნები უკრაინას მისთვის გადაცემული შორ მანძილზე მოქმედების იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას მისცემენ. თუმცა, ომში მყოფ ქვეყანაში აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის პირველი დიპლომატების ვიზიტი ისე დასრულდა, რომ შესაბამისი ნებართვის გაცემის საკითხი ღიად დარჩა.
პარალელურად, საომარი მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური ხდება. რუსეთი შეტევებს არ წყვეტს. მთავარი სამიზნე დონეცკის ოლქია.