უკრაინა-რუსეთის მორიგი შეხვედრა – დელეგაციების დისკუსია დაახლოებით ნახევარ საათში უნდა დაიწყოს. მოახერხებენ თუ არა მხარეები ამჯერად შეთანხმებას, ჯერ უცნობია.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავიდ არახამიას განცხადებით, საუბარი ვიდეოკავშირის ფორმატში წარიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მხარეები 14 მარტს, წინასწარი შედეგების შესაჯამებლად ისაუბრებენ. რუსული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, დელეგაციებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შესაძლოა ეს პროგრესი უახლოეს რამდენიმე დღეში გახდეს საერთო პოზიცია.