რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა, 4 ათასამდე ჩამოვიდა, თუმცა კვლავ მაღალია გარდაცვალების შემთხვევები. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 74 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჯამში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით უკვე 7 175 ჩვენი თანამოქალაქეა გარდაცვლილი.

ისევ საყურადღებო ნიშნულზეა დადებითობის დღიური მაჩვენებელი და 9, 42%-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 4 247 ახალი შემთხვევიდან, თბილისშია – 1 755, აჭარა – 456, იმერეთი – 447, ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 254, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 389, დანარჩენ რეგიონებში მაჩვენებლები შედარებით დაბალია. მძიმეა 1 624 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 378 მოქალაქეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.