რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკის გადავლის პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს – ასეთია ამირან გამყრელიძის ვარაუდი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე პროგნოზირებს, რომ ვირუსი არ გაქრება და ის სეზონურ ვირუსად მუდმივად დარჩება.

კორონავირუსი დღეს 15 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა, უქმე დღის გათვალისწინებით, ეს მაინც მაღალი ნიშნულია – გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი. 1 200-ზე მეტი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. ეპიდემიოლოგები გამოსავალს იმუნური ფენის შექმნაში ხედავენ, რაც მათი თქმით, ძირითადად ვაქცინაციით მიიღწევა.