კორონავირუსით ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი – ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა. კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12, 31 %-ია. სპეციალისტების თქმით, ეპიდვითარებას კიდევ უფრო გაართულებს სკოლებისა და ბაღების აღდგენა. ამის მიუხედავად, ექიმები ემხრობიან სწავლა უშუალოდ აუდიტორიებში განახლდეს.
მეორე მხრივ, ისინი პედაგოგებს ოთახების ხშირი განიავებისკენ მოუწოდებენ, მშობლებს კი სთხოვენ, მცირედი სიმპტომების შემთხვევაშიც, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „ომიკრონი“ მისი სიმპტომებით გაციებას ჰგავს, სწრაფი ტესტები კი ხშირად ცდება. სპეციალისტები მოსახლეობას სთხოვენ, ვიდრე ანტიგენის პასუხს „პისიარტესტით“ გადაამოწმებენ, იზოლაციის წესები დაიცვან, რადგან სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხზე, „პისიარი“ ხშირად დადებით პასუხს აჩვენებს.