რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კოვიდით ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა და 78 გარდაცვლილი. მაჩვენებლები დღითი-დღე მატულობს. ეპიდვითარება კრიტიკულ ნიშნულზეა. მოქალაქეების უმეტესობა რეგულაციებს არ იცავს, არ ხდება არც მათი კონტროლი. მინიმუმამდეა დასული პირბადის ტარების მაჩვენებელი. დაბალია აცრის მსურველთა რაოდენობაც. დღეიდან უკვე ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთება შეგიძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს.