კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზე ნარჩუნდება – დაიღუპა კიდევ 78 ადამიანი. მარტო აგვისტოში „კოვიდ-19“-მა 1 476 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც წინა თვის მონაცემებზე სამჯერ მეტია. დღის ბოლოს ცნობილი გახდა ექვსი წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ იმატებს და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დაავადებულებს მკვეთრად აჭარბებს.
ჰოსპიტალურ სექტორში დაავადების მართვის საშუალებები ამოწურვის ზღვარზეა, 8 500-მდე საწოლიდან 7 700-მდე დაკავებულია. რეგულაციების გამკაცრებისა და მაღალი სიკვდილიანობის მიუხედავად, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული წესები მაინც ირღვევა, პირბადის ტარების მაჩვენებელი 40%-მდე დაეცა.