ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო სურგულაძემ ისაუბრა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და საგანგაშო სტატისტიკა ფიქსირდება. მისი თქმით, „ლელოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა აღნიშნული სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით, თუმცა ხელისუფლება მათ არ უსმენს.