დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას პირბადის გამოყენებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ, ამით ბევრი ადამიანის გადარჩენას შეძლებენ. კვლავ მთავარ მოწოდებად რჩება ვაქცინაცია. ცნობილია, რომ რამდენიმე დღეში „სინოფარმის“ მორიგი პარტიის შემოტანა იგეგმება.
ამირან გამყრელიძეს თათია ტაბეშაძე ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გაგვაცნობს მის განცხადებას.