რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა – გასულ დღე-ღამეში 74 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში უკვე 8 ათასს უახლოვდება. ამ დროისთვის ქვეყანაში 42 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, 1 579 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 ადამიანი.