რომის პაპის ვიზიტი სამხრეთ ამერიკაში გრძელდება

12:20, 20.01.2018

რომის პაპის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტი სამხრეთ ამერიკაში გრძელდება. ლათინო-ამერიკული ტურნეს ფარგლებში, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი პერუში ამაზონიის მკვიდრ მოსახლეობას შეხვდა.

პონტიფიკოსმა ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე იქადაგა. „ისინი ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ხალხია მსოფლიოში, რომელთა შრომითი ექსპლუატაცია თანამედროვე ეპოქის მონობას ჰგავს,“ – განაცხადა რომის პაპმა. ფრანცისკე პირველმა ქალთა უფლებებზეც იქადაგა და პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და უთანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება.

პონტიფიკოსთან შესახვედრად პერუში ასი ათასობით ადამიანი მივიდა.

 

მსგავსი