ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს. 15 წლის წინ მომხდარ ფაქტზე რვა პირია დაკავებული, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. 2008 წელს მომხდარ მკვლელობაში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი სპეცრაზმელები არიან ბრალდებულები. გამოძების მიხედვით, შავაძე ქობულეთის გასასვლელთან მოკლეს, რასაც წინ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში სპეცრაზმელების მხრიდან მისი ცემა უძღოდა.
გენო ოსიყმაშვილს ჩავრთავთ სასამართლოდან პირდაპირ ეთერში – როგორია დაცვის მხარის პოზიცია და აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს?