დღეს გაირკვევა, განიხილავენ თუ არა როინ შავაძის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები. გადაწყვეტილება წინა სხდომაზე უნდა მიეღოთ, თუმცა ადვოკატების გამო გადაიდო. დღესვე მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულები არიან კუდ-ის ყოფილი თანამშომლები და სპეცრაზმელები. ბრალდებულია რვა პირი, ძებნილია ორი. ამ საქმეში ასევე ფიგურირებენ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია.