როინ შავაძის მკვლელობის საქმე. თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის მკვლელობაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნისა და სპეცრაზმელის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების ჩართულობით მიმდინარეობს. ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. ამ წუთებში იკითხება პროკურორი, რომელიც შემთხვევის ადგილზე შავაძის ლიკვიდაციის შემდეგ მივიდა. დღესვე მოუსმენენ იმ სპეცრაზმელს, რომელიც დანაშაულს აღიარებს.