ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, გაწერენ თუ არა სარალიძეს დღეს. ინგოროყვას კლინიკაში ასევე რჩება დაშავებული პოლიციელი, რომელიც ტვინის შერყევით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია.
დაპირისპირება გუშინ პარლამენტთან კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა. ზაზა სარალიძე სამმართველოში წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.