როგორ აღნიშნავენ ნათლისღებას ბათუმში

განსხვავებულად აღნიშნავენ ნათლისღებას ბათუმში. დღესასწაულის დადგომისთანავე, ღამის 12 საათზე, მართლმადიდებელი მრევლი ზღვის სანაპიროსთან იკრიბება. დღესაც ზღვაზე ათასობით მორწმუნე მივიდა და ტრადიციული განბანვის რიტუალი შეასრულა.

რიტუალი ზღვის წლის კურთხევის შემდეგ იწყება. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ამ დღეს, ამინდისა და დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, წყალი მათ ფიზიკურადაც და სულიერადაც უფრო გააძლიერებს.

ზღვაში განბანვას საეკლესიო ენაზე შთაფლვის რიტუალი ეწოდება. ტრადიციას ბათუმში 12 წლის წლის წინ, ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად მასში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს.