ბათუმში ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში განბანვის რიტუალი შესრულდა [ფოტო/ვიდეო]

ბათუმში ნათლისღების დღესასწაულს განსხვავებულად აღნიშნავენ. დღესასწაულის დადგომისთანავე, მართლმადიდებელი მრევლი ზღვის სანაპიროსთან იკრიბება. დღესაც, ზღვაზე ათასობით მორწმუნე მივიდა და ტრადიციული განბანვის რიტუალი შეასრულა.

რიტუალი ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ იწყება. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ამ დღეს ამინდისა და დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, წყალი მათ ფიზიკურადაც და სულიერადაც უფრო აძლიერებს.

საეკლესიო ენაზე ზღვაში განბანვას შთაფლვის რიტუალი ეწოდება. ტრადიციას ბათუმში, 12 წლის წინ ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად მასში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს.