რეტრო და თანამედროვე სიმღერები „პირველი არხი - სცენაზე“

დღეს 21 საათზე ოთარ რამიშვილისა და ზვიად ბოლქვაძის საავტორო მუსიკა პირველი არხის ახალ პლატფორმაზე აჟღერდება. პირველი არხი-სცენა  1tvscena.ge მორიგ ვირტუალურ კონცერტს შემოგთავაზებთ. მსმენელის წინაშე ამჯერად ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფ „ნიუტონი“  და ოთო ნემსაძე წარდგებიან. ონლაინკონცერტზე დასწრება ვირტუალური ბილეთის შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი. ხელოვნების მოყვარულებისთვის შექმნილი პროექტი კიდევ არაერთ  საინტერესო ღონისძიებას  შემოგთავაზებთ.

პირველი არხის ახალი პროექტი „პირველი არხი – სცენა“ – ხელოვნებასთან შეხვედრის ადგილი