პირველი არხის ახალი პროექტი „პირველი არხი – სცენა“ – ხელოვნებასთან შეხვედრის ადგილი

17:14, 24.02.2021

პირველი არხი ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“ იწყებს, რომელიც ყველა საშემსრულებლო ხელოვნებას ერთ ციფრულ პლატფორმაზე აერთიანებს.

პორტალზე 1tvscena.ge შეგიძლიათ, ნახოთ სხვადასხვა ქართველი შემსრულებლის კონცერტის ჩანაწერები, ქართული ფილმები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და დაათვალიეროთ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები.

„პირველი არხი – სცენა“ მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალური ბილეთის საშუალებით, დაესწრონ სხვადასხვა კონცერტის, ღონისძიების ლაივტრანსლაციას.

ბილეთების შეძენის ინსტრუქცია.

 

 

მსგავსი