რა გეგმა აქვთ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს. მედიკოსთა ნაწილმა საინიციატივო ჯგუფი შექმნა, ისინი ითხოვენ, რომ კლინიკის რეაბილიტაციის დროს დასაქმებულების გათავისუფლება არ მოხდეს და არ შეჩერდეს მკურნალობის პროცესი. საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ აუცილებელია შენობის ნაწილის დემონტაჟი.
მხარეთა პოზიციებს თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს.