რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობაზე

ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციაზე რელიგიათაშორისი დიალოგი გაიმართა.

ღონისძიებაზე კვლევები წარადგინეს, რომლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ პრობლემურ საკითხად დგას.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი და ასევე, არსებობს ამ თემაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია.

ღონისძიება კავშირის 21-ე საუკუნე და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ არის ორგანიზებული.