ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში

17:25, 15.03.2018
-0:00

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს, საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს გამოუცდია ფიზიკური, სექსუალური და/ან ემოციური ძალადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. ქალების 9%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა ბავშვობაში, 20% კი გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვრპლი.

სტუმრები : ირინა ჯაფარიძე – გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, პროგრამის ხელმძღვანელი;ქეთევან ხუციშვილი – საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი, გენდერული თანასწორობის საკითხებზე საკონტაქტო პირი;ირმა გვილავა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსი.

მსგავსი