რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება

რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქებას შეადარა. ამის შესახებ მან მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, დანგრეული შენობების უმრავლესობა 1999 წლამდე იყო აშენებული.