ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებაზე, მართვის უფლების შეჩერება ექვსი თვის ნაცვლად, ერთი წლით მოხდება. ასევე, იზრდება ჯარიმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებები პარტია „მოქალაქეებმა“ მოამზადეს, რომელსაც ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც განიხილავს.