რეგულაციები ე.წ. მევახშეების საქმიანობაზე

სფერო, რომელიც დღემდე უკონტროლო იყო, 2019 წლიდან კონტროლირებადი უნდა გახდეს.

მოქალაქეთა დასაცავად ე.წ. მევახშეებს შეზღუდვები დაუწესდებათ. პარლამენტში გასაგზავნი კანონპროექტის მიხედვით, კერძო იპოთეკარების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, თუმცა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში.

კანონმდებლობის გამკაცრება იმ მძიმე სტატისტიკის გამო გადაწყდა, რომელიც კერძო იპოთეკით დაზარალებულ ადამიანებს და მათ მიერ დაკარგულ უძრავ ქონებას ეხება.

ცალკე პრობლემაა მაღალი საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კანონში დაგეგმილი ცვლილებები საფინანსო ორგანიზაციების ნაწილისთვის არასაკმარისია.