ეროვნულ ბანკს ე.წ. მევახშეების კონტროლის ვალდებულება ექნება

18:27, 06.06.2018

ეროვნულ ბანკს ე.წ. მევახშეების კონტროლის ვალდებულება ექნება.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება ნებისმიერი პირი, რომელიც სესხს 20-ზე მეტ ადამიანზე გასცემს.

კრედიტის გამცემი პირები, ეროვნულ ბანკში „სესხის გამცემ სუბიექტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ასეთი რეგულაცია კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ეროვნული ბანკის საქმიანობას მსესხებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

მსგავსი