რატომ დატოვა აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები ტრამპის გადაწყვეტილებას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 400 მილიონი დოლარის გარეშე რჩება – დონალდ ტრამპის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ამერიკის პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას წყვეტს. თანამშრომლობის ოფიციალურად დასრულების შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა 11 დღის წინ განაცხდა.

დონალდ ტრამპმა ორგანიზაცია ჩინეთთან ერთად პანდემიის რეალური სურათის დამალვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ საკუთარ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს. ორგანიზაცია ტრამპის გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია. წამყვანი დამფინანსებლის როლის შეთავსებას ახლა ევროკავშირი გეგმავს.