რასა იუკნევიჩიანეს განცხადება
„ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია“, – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში. ევროპარლამენტარი ეხმაურება ALDE-ს განცხადებას, სადაც ოპოზიციის ლიდერების დაკავებაა შეფასებული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა.