ALDE-ს განცხადება
პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას ეხმაურება: „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. წერია განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ: ოპოზიციის ხმები დაადუმეს. დემოკრატიული ლიდერები „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებისთვის“ სისხლის სამართლის დევნას განიცდიან. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის“, – ნათქვამია ALDE-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.