„რანინას“ კონცერტი ბათუმში

წინასაახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით – ბათუმში ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთო. გაიმართა საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ კონცერტი, რომლშიც რანინას შემსრულებლებთან ერთად, სტუმრების წინაშე ზიად ბოლქვაძეც წარდგა. გაიხსნა „საახალწლო ეზო“ და გამოფენები.

საზეიმო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს სხვადასხვა კულტურული და საბავშვო აქტივობა, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი პროგრამები ელოდებათ. 31 დეკემბრისა და 7 იანვრის ღამეს კი დაგეგმილია გალაკონცერტები.

რანინა