საბავშვო ევროვიზია 2021 - მზადება ფინალური შოუსთვის

რამდენიმე საათი საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე. დასკვნითი შოუ თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. თითოეული ხმა გადამწყვეტია და ვგულშემატკივრობთ ჩვენს წარმომადგენელს ნიკო ქაჯაიას, რომელიც ფინალში მეორე ნომრად გამოვა. ხმის მიცემა ვებგვერდზე  vote.junioreurovision.tv მიმდინარებს. პროცედურა კონცერტის დაწყებამდე შეწყდება, თუმცა კვლავ განახლდება 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლიათ ხმა კიდევ ორ კონკურსანტს მისცეთ. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს. ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

როგორ მიმდინარეობს მზადება ფინალური შოუსათვის, მარიკა შალიკაშვილი საფრანგეთიდან დეტალებით.