ხმა მიეცი ნიკო ქაჯაიას - საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

ხმა მიეცი საქართველოს! მიიღე მონაწილეობა ონლაინ ხმის მიცემაში. საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან მხარი დაუჭირე საქართველოს ხმას – ნიკო ქაჯაიას!

ხმის მიცემა დაიწყო დღეს, 23:00 საათზე, ვებგვერდზე – vote.junioreurovision.tv და შეწყდება 19 დეკემბერს, საბავშვო ევროვიზიის კონცერტის დაწყებამდე, შემდეგ კი, კვლავ განახლდება 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.

საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) შეასრულებს.

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი