რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

18:33, 16.02.2025

მადრიდში 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელი გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრა 62:32 დასრულდა და საქართველო 14 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ქართველი მორაგბეები ნახევარფინალში 1-ელ ან 2 მარტს თბილისში, რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ნიდერლანდებთან მოგების შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე თამაშის უფლება ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს.

მსგავსი