რაგბი | საქართველო – ურუგვაი პირველ არხზე

12:21, 07.07.2026

საქართველო ურუგვაის წინააღმდეგ: 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს.

მოგების შემთხვევაში, მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. გასულ ორ ტურში ურუგვაი სამხრეთ აფრიკასთან 7:104 დამარცხდა, ხოლო უელსთან – 0:47. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ქართველმა მორაგბეებმა უელსთან მატჩში მინიმალური სხვაობით, 24:25 დათმეს და ორი ბონუს-ქულა მოიპოვეს, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან 5:33 წააგეს.

საქართველოსა და ურუგვაის შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი