ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უმაღლესი რადა კონსტიტუციას არ შეცვლის – ეს რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებაა. „კონსტიტუციის შეცვლა არ არის და არც არასდროს იქნება თვითმიზანი. ცვლილებებს შედეგი მოაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ აქვთ ეფექტი“, – აცხადებს სტეფანჩუკი. სტეფანჩუკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა და სწორედ ამისთვის მუშავდება გარანტიები.