ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩავიდა. ბოლო კვირებში ისრაელსა და რუსეთის მოკავშირე ირანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.
ისრაელის მიმართულებით ირანმა ავიაიერიში მიიტანა, საპასუხოდ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში განლაგებულ ირანის ბაზებზე ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
ქეთი თუთბერიძე არკვევდა – რა მისიით ჩავიდა ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში და რა გარანტია მოსთხოვა კრემლს.