რა გეგმა აქვს ოპოზიციას 2028 წლის არჩევნებთან დაკავშირებით
არჩევნების შედეგების არ აღიარება საკონსტიტუციო სარჩელში არსებული მიზეზებიდან ერთ-ერთია, რის გამოც ხელისუფლება ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმებას მოითხოვს.
ვიდრე სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს. ასაკრძალი პარტიებიდან ერთ-ერთში იმ შესაძლო სცენარზე საუბრობენ, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. გიორგი ბუტიკაშვილის პოზიციით, 2028 წელს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების ჩატარება ვერ უნდა შეძლოს. პარტია „ახალის“ წევრი ამ მიზნის განხორციელების გზად ისევ ქუჩის პროტესტს და არჩევნების ბოიკოტს ასახელებს. რამდენად გაამართლებს წარსულში არაერთხელ ნაცადი გეგმა, ეს ორ წელიწადში გაირკვევა, მანადმე კი ბუტიკაშვილის განცხადებას ოპოზიციურ ველზეც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ოპონენტების გეგმას ხელისუფლება საკონსტიტუციო სარჩელის გამამყარებელ კიდევ ერთ არგუმენტად განიხილავს.