რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ქართული მარშის დაკავებული წევრებისთვის. შეცვლის თუ არა პატიმრობის გადაწყვეტილებას. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ბრალდებული 7 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე ითხოვს უცვლელი დარჩეს 23 მარტის გადაწყვეტილება,  რომლითაც ქართული მარშის წევრებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურორი ფიქრობს, რომ არასაპატიმრო ღონისძიების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე მოწმეებზე ზეწოლისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის. დაკავებულთა ადვოკატები კი ითხოვენ გირაოს გამოყენებას. ინტერესთა დამცველები აცხადებენ, რომ დანაშაული პროვოცირებული იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი არ მიუძღვის.  “ქართული მარშის” წევრები 21 მარტს ტელეკომპანია რუსთავი ორთან  გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.