ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მასშტაბით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. დროშები დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებზე. რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე. დროშები ასევე დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

17 წელი აგვისტოს ომიდან