„ქუთაისის თასი“

ქუთაისში წყალბურთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელსაც ოლიმპიურმა საცურაო აუზმა უმასპინძლა. „ქუთაისის თასის“ ნახევარფინალში ერთმანეთს თბილისის „ტონუსი“ და კვიპროსის „ლარნაკა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისის წყალბურთელთა გუნდის გამარჯვებით – ანგარიშით 5:4 დასრულდა.

ნახევარფინალურ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.