ქრისტეს შობის დღესასწაული

საქართველოში მცხოვრები კათოლიკები მაცხოვრის შობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში ჩატარდა. თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ტრადიციულად ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

დღესასწაული აღნიშნეს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაშიც. მშვიდობის კათედრალში საზეიმო ღვთისმსახურება ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყო. სწორედ ამ დროს ჩაბნელდა ეკლესია და კარიდან სანთელი, როგორც შობის დადგომისა და სინათლის შემოსვლის სიმბოლო შეიტანეს. ლიტურგიის დროს სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს საგალობლები.

 ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს